ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გლობალურ შედგებზე "ბიზნესკონტრაქტთან" ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში სარა უილიამსონი საუბრობს.
- ქალბატონო სარა, შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ასეთი შედეგებისთვის მზად იყავით?
- რა თქმა უნდა, არ ვიყავი მზად. საკმაოდ დიდი უპირატესობით მოხდა ტრამპის გამარჯვება. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ვიტყვი, რომ შედეგით შოკირებული ვარ.
არჩევნდებამდე ეკონომიკური მიმართულებით ფაქტიურად მთელი რიგი წინსვლები და პროგრესი აღინიშნებოდა, მაგრამ არ ვიცი ტრამპის გამარჯვების შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება. მსგავსი განწყობა ჩემს გარშემო მყოფ უამრავ ადამიანს გააჩნია, რადგან მათთვისაც აღნიშნული შედეგები მოულოდენლი აღმოჩნდა.
- როგორ ფიქრობთ, ბიზნესმენებისთვის რამდენად კარგი და ხელსაყრელია ტრამპის არჩევა?
- კარგი ბიზნესმენი კარგი პოლიტიკოსი ვერ ხდება და პირიქით, ვერც კარგი პოლიტიკოსი ხდება კარგი ბიზნესმენი. დონალდ ტრამპს ბიზნესმენობის წარსული აქვს, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა წინასწარ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი მოვლენები როგორ განვითარდება და ტრამპის გაპრეზიდენტება ბიზნესგარემოზე რა გავლენას იქონიებს.
- წინასაარჩევნო განაცხადებში დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ მან შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დატოვოს...
- ისტორიულად რესპუბლიკური პარტია სხვებთან შედარებით ყოველთვის უფრო აგრესიული იყო და ის ნაკლებად ხედავდა თავისუფალი ვაჭრობის საჭიროებას და ნაკლებად გააჩნდა სურვილი, რომ ამ ხელშეკრულების ნაწილი ყოფილიყო საქართველოსგან განსხვავებით. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ შესაძლოა მისი წინასაარჩევნო განცხადებების მნიშვნელობა ვერც კი გააცნობიერა, თუმცა გონიერი და ჭკვიანი ადამიანები ხედავდნენ და ხვდებოდნენ ამ განაცხადების მიღმა რაც იდგა.
- ეს საპრეზიდენტო შედეგები დანარჩენი მსოფლიოსთვის რას ნიშნავს?
- მე მიმაჩნია და ვფიქრობ,რომ ამერიკა მსოფლიო ბაზარზე წამყვანი, დომინანტი ქვეყანაა და მისი წარმატება სხვა ქვეყნებისთვისაც ხელსაყრელი და მომგებიანია. ძალიან რთულია და არ მინდა, ახლა სამომავალო ნეგატიური მოვლენების პროგნოზი გავაკეთო, ვინაიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში შეერთებული შტატები ყოველთვის ცდილობდა, რომ სხვა ქვეყნების მხარდამჭერი ყოფილიყო.
- როგორ ფიქრობთ, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, რა შეიცვლება ეკონომიკური პოლიტიკაში?
- რამდენადაც ჩემთვის უცნობია ახალი პრეზიდენტი ეკონომიკურ გეგმას როგორ შეიმუშავებს, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ შემიძლია აღვნიშნო, რომ წინასწარი პროგნოზირება რაც მოვისმინეთ იმედი ვიქონიოთ, რომ უარყოფით შედეგებს არ მოგვიტანს. მე გარკვეულ წილ რისკს ვხედავ ამ შედეგებში, მაგრამ არ ვიცი რამდენად სრულყოფილად განვითარდება ის გეგმა, რომელიც ტრამპს წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა შემუშავებული. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთეს და არსებული სირთულეები დაძლეული იქნება.
- რა პრონოზს გააკეთებდით ამერიკასა და საქართველოსთან მიმართებაში?
- ძალიენ ბევრი რამის აღნიშვნა შეიძლება, რთულია ამ ყველაფრის მოკლედ ფორმირება და ჩამოყალიბება. საქართველოს მომავალს რაც შეეხება, უპირველესი რაზეც მე ვფიქრობ და იმედი მაქვს არის ის, რომ საქართველოს ძალიან პატივსაცემი პრემიერმინისტრი ჰყავს და ბედნიერი ვიქნები, თუკი ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება. შინაგანად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგად თვითონ ამერიკაში და მის გარეთ არსებული პრობლემები მოგვარდება და ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მჭიდრო პარტნიორად დარჩება სხვა ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. მე ძალიან ვაფასებ ტრამპის მოხსენებას, რომელიც მან არჩევნების შემდეგ გააკეთა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის თითოეულ მოქალაქეს მიულოცა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ყველა პარტიის თანამშრომლობა ერთმანეთთან აუცილებელია.