KARGOHUB-ის შექმნილი აპლიკაცია და საიტი სტარტაპ პროექტია, რომელიც სახმელეთო გადაზიდვებს გააადვილებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო გადაზიდვებზეც გავრცელდება.
შალვა ჯალავაძის განმარტებით, ადამიანს შეეძლება შევიდეს საიტზე ან გამოიყენოს აპლიკაცია და სრული სერვისი მიიღოს გადაზიდვების შემთხვევაში. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ასევე გააკონტროლო შენი ტვირთის მდებარეობა.
ჯალავაძის თქმით, მათმა პროექტმა საკმაო გამოხმაურება გამოიწვია უცხოეთში და არის დაინტერესება მეზობელი ქვეყნებიდან.
"რამენიდმე ვენჩურულ ფონდს ვესაუბრეთ. მიდის მოლაპარკეებები, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ"-აცხადებს KARGOHUB-ის დამფუძნებელი.