Home
Category
TV Live Menu

კარტოფილი ფრის მწარმოებელმა "ფრეკომ" ჩიფსის გამოშვება გადადო

5a3929903a4b3
სალომე მეცხვარიშვილი
19.12.17 18:52
1012
ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელმა "ფრეკომ" ჩიფსის გამოშვება გადადო. საქმის კურსთან კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ქურდაძე ამბობს, რომ მიზეზი წლევანდელი ცუდი მოსავალია. მისი თქმით, გვალვის და გაუმართავი სარწყავი სისტემების გამო ვერ ხერხდება მოსავლის თავის დროზე მორწყვა, რამაც მოსავლიანობა მკვეთრად შეამცირა.

"ფრეკო" აპირებს, ახალი პროდუქტი მომავალ წელს გამოუშვას იმ შემთხვევაში, თუ მოსავალი დამატებით პრობლემებს აღარ შექმნის.

"ფრეკოს" ჩიფსი სტანადტული არ იქნება. კომპანია აპირებს ე.წ. Hand Made პროდუქტი გამოუშვას, რომელიც უფრო სქელი ჩიფსების გამოშვებას გულისხმობს. ამასთან, პროდუქტი ნატურალური სანელებლებით იქნება შეზავებული. მისი შენახვის ვადა კი სხვა სტანდარტული ჩიფსებისგან განსხვავებით, რომელთა შენახვა 3 წლამდე შეიძლება, მხოლოდ 6 თვე იქნება.

"ფრეკოს" საწარმო სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში მდებარეობს. კარტოფილ ფრის ისინი ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაბარებული კარტოფილით ამზადებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day