Home
Category
TV Live Menu

კასპის სასურსათო ქარხანა კონსერვებს ლიტვაში გაიტანს

58f9ab07aa732
სალომე მეცხვარიშვილი
21.04.17 15:04
1463
კასპის სასურსათო ქარხანა კონსერვებს ლიტვაში გაიტანს. TMT-ის ხელმძღვანელი თამაზ მერაბაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ შესაბამის შეთანხმებას კომპანიამ უკვე მიაღწია.

მისი ინფორმაციით, ლიტველები დაინტერესებული არიან გაიტანონ ისეთი პროდუქცია, რომელიც ახალი შემოსული ქართული ნედლეულით იქნება დამზადებული. შესაბამისად, ქართული კონსერვები ლიტვაში სავარაუდოდ მაისი-ივნისიდან გამოჩნდება.

ლიტვაში გავა ქართული მურაბები, ბოსტნეულის კონსერვები და ტყემალი. რა ოდენობებზეა საუბარი TMT-ის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day