Home
Category
TV Live Menu

კასპში სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაციითვის 2 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა

58906cf9cc3cd
BM.GE
31.01.17 14:46
1050

კასპში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე იმყოფებოდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სპორტ-კომპლექსი ასობით ახალგაზრდასა და სპორტის მოყვარულ ადამიანს მოემსახურება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს - დარბაზს. აშენდა კალათბურთის, სრულიად ახალი, დარბაზი. დამონტაჟდა საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის და საწყისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარზე მეტია. სამუშაოებზე 40 - მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day