Home
Category
TV Live Menu

კატარის საინვესტიციო ფონდი ევროპის მოდის სახლებს ყიდულობს

576a98bc3ee2a
BM.GE
22.06.16 17:51
1349
კატარის საინვესტიციო ფონდმა Qatar Foundation პარიზის მოდის სახლის Balmain შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

გარიგების პირობები უცნობია, თუმცა გამოცემის The Financial Times წყაროების თანახმად, Balmain-თან მოლაპარაკებები 500 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

კატარის ფონდი იტალიის მოდის სახლს Valentino Fashion Group ფლობს, რომელიც 2011 წელს საინვესტიციო კომპანიისგან Permira 700 მილიონ ევროდ შეიძინა. გარდა ამისა, ამ ფონდს Anya Hindmarch-ს ჩანთების საწარმოებლად 27 მილიონი ფუნტი აქვს ჩადებული.

"აღნიშნული ფონდის უკან, რომლის სახელიც არაბული დიალექტით ითარგმნება როგორც “უცნობი“ სავარაუდიდ კატარის ამირას, შეიხი ტამიმა ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის დედა დგას.

გამორიცხული არ არის, რომ ფონდს შეუძლია ორი მოდის ბრენდი ერთ კომპანიის ჩარჩოში გააერთიანოს.

რაც შეეხება Balmain, ბრენდი 1945 წელს ფრანგმა დიზაინერმა Pierre Balmenom დააარსა“, - წერს გამოცემა.

Subscribe to our news

Get the main news of the day