სს კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა. ეროვნული ბანკის განკარგულების მიხედვით, სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნა.
შეგახსენებთ, რომ სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასულ წელს გაუუქმდა.
აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს ბანკში დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა, გასული წლის სექტემბერში კი საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა.