ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს“ დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს-ასე უპასუხა კომუნიკაციების ეროვნული კომიიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ბოლო დროს მაგთიკომის მიერ გავრცელბულ გავცადებებს. ბექაური ამბობს,რომ ვერანაირი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება ვერ მოახდენს გავლენას კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებზე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც, კომუნიკაციების კომისიის ყველა ნაბიჯი დამყარებულია კანონის მოთხოვნებსა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე. “ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი ფორმით კომუნიკაცია, მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომ ბაზრის განვითარებას აფერხებს. ამ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაძლიერება კი უალტერნატივო და გარდაუვალი პროცესია. კომუნიკაციების კომისია უსაფუძვლო ბრალდებებს ვერ აყვება”- აცხადებს ბექაური. ამასთან ბექაური მაბობს, რომ „მაგთიკომი“ თავის განცხადებაში ამბობს, რომ კომისიასთან დაპირისპირებულია თითქმის მთელი სექტორი, თუმცა ეს ასე არაა, რადგან მცირე და საშუალო კომპანიებმა ღიად დააფიქსირეს, რომ არ ეთანხმებიან „მაგთის“. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იმაზეც, მიუთითებს, რომ მათ „ბილაინის“ და „სილქნეტის“ აზრი არ მოუსმენიათ. “მიგვაჩნია, რომ „მაგთიკომი“ „სილქნეტის“ და „ბილაინის“ სახელითაც საუბრობს. ეს გასაკვირი იყო, განსაკუთრებით კომპანია „ბილაინისგან“, რადგან მისი ხელმძღვანელობა, არაერთ სამუშაო შეხვედრაზე აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარება აუცილებელია ტელეკომის განვითარებისთვის.-ამბობს ბექაური