Home
Category
TV Live Menu

კახა ჩარგეიშვილი: საქართველოს აუცილებლად სჭირდება საკუთარი საფონდო ბირჟა

5825b6057dba2
BM.GE
11.11.16 16:07
1375
"არსებობს  არგუმენტი რომ საქართველოში მარტივი საგადასახადო კოდექსი გვაქვს, მარტივია ბიზნესის კეთება... შეიძლება ეს დამაზიანებელიც კი იყოს", - განაცხადა „ბიზნესკონტრაქტთან“ ინტერვიუში ფინანსისტმა კახა ჩარგეიშვილმა. მისი თქმით აღნიშნული პირდაპირი კოლერაცია ეკონომიკურ ზრდასთან არ ხდება. ჩარგეშვილი მიიჩნევს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანიფაქტორი ეკონომიკური ზრდისთვის არის საქართველოს მოქალაქეების დასაქმება და მათი შემოსავლის გაზრდა.

- მსოფლიო ბანკი იგივე სსფ ძალიან ხშირად გვეუბნებიან რომ უნდა გაატაროთ სტურქტურული რეფორმები თუმცა სინამდვილეში რა იგულისხმება ამ ტერმინის ქვეშ დიდად გარკვეული მაინ ბოლომდე არაა. თქვენ როგორ ხედავთ ახალი მოწვევის პარლამენტმა რომელი სტრუქტურული რეფორმები უნდა გაატაროს პირველ რიგში? რა უნდა იყოს პრიორიტეტული იმისთვის რომ ძირითადი მიზენი მიღწეულ იქნას?

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის მონეტარული პოლიტიკის რეფორმის გატარება რომელიც ქვეყნაში უზრუნველყოფს კაპიტალის სიჭარბეს და ასევე უზრუნველყოფს ძალიან მკაფიოდ გასაზღრეულ პოლიტიკას გაატარებენ. კაპიტალის ღირებულება ითარგმენება ეროვნული ვალუტის ღირებულებაში, ითარგმნება ასევე კაპიტალის ხელმისაწვდომობაში და უკვე შემდგომ ახდენს ზეგავლენას ეკონომიკის სხვა დარგებზე. ამისთვის საჭიროა ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს ფართომაშტაბიანი რეფორმა და ძალიან ბევრი ახალ პოლიტიკის გატარება.

- საქართველოს მაგალითად საკუთარი ბირჟა სჭირდება?

- საქართველოს საკუთარი ბირჟა აუცილებლად სჭირდება. ეს არის იმის გაგრძლედება რასაც მე ვსაუბრობდი. ეროვნულმა ბაკმა უნდა შექმნას მექანიზმი, რომელშიც კომერციული ბანკები ხელს შეუწყობენ ახალი სახის კაპიტალის შექმნას. ანუ ყველა კაპიტალი არ არის ერთი და იგივე არის ძალიან ბევრი სხვადასხვა კაპიტალი.
აუციელებლია ბანკებმა დაიწყონ მობილიზაცია სხვადასხვა სახის კაპიტალის, მათ უნდა შექმნან საინვეტიციო კომპანიები, უნდა მოხდეს სააქციო და საობლიგაციო კაპიტალის შექმნა და ყველაფერი ეს უნდა ჩამოყალიბდეს საფონდო ბირჟის ფორმატში. ჩვენ არ გვაქვს პატარ ქვეყანა, - საქართველოს საკმაოდ დიდი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტელექტუალური კაპიტალი, ანუ ადამიანების განათლების დონე არის მაღალი და შეიძლება ამის გადათარგმნა ეკონომიკაურ ზრდაში.
სხვათაშორის მე მქონდა საუბრი მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ ბირჟასთან - ერთი ნიუ-იორკში მეორე ლონდოში. ორივე ბირჟისგან მე ქონდა ძალიან მკაფიო პასუხი. ისინი მზად იყვნენ შემოსულიყვანენ და გაეხსნათ თავისი წარმომადგენლობა. ეს არის ის ნაწილი რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას აქვს ანალოგიური ამოცანა - დაასაქმონ საკუტარი მოქალაქეები და გაზარდონ მათი შემოსავლები.

ამიტომ ჩვენ რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანი და რომ მივიღოთ უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით საჭიროა მოვახდინოთ ამის მობილიზაცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ფინანსური კუთხით რეგიონში და არამარტო რეგიონში ლიდერი ქვეყანა.

- როგორ შეაფასებდით ქართულ საბანკო სისტემას?

- მსმენია აზრი, რომ ბანკები არ არიან მაინცდამაინც მოხარულები და იმის მხარდამჭერები რომ სააქციონერო და საობლიგაციო კაპიტალი შემოვიდეს ქვეყანაში - არადა ეს უნდა იყოს პირიქით.

ჩვენ გვაქვს პარადოქსული სიტუაცია - ჩემი ხედვით საქართველოში კომერციული ბანკები ფულს შოულობენ ზუსტად იმ პარამეტრებზე რაც უკვე მსოფლიოს უმეტეს ქვეყნეში არის უფასო კლიენტებისთვის და არ შოულობენ ფულს იმით რითაც უნდა შოულობდნენ.

ბანკებმა ხელი უნდა შეუწყონ ქვეყანაში ლიკვიდურობის ძალიან სწრაფ და ეფექტურ მოძრაობას და უნდა შექმნან სისტემა როდესაც ქვეყანაში მოქმედ სუბიექტებს აქვთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ კაპიტალზე. ამის არცერთი ნიშანი ქვეყანაში არ შეიმჩნევა. აი მაგალითად ბანკთაშორის ლიკვიდურობის გაცვლისთვის არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი დაახლებით 100-ზე მეტი სახეობის. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთს რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ბანკები ერთმანეთში ლიკვიდურობას ცვლიან. ამის სანაცვლოდ არის ასეთი ბიზნესმოდელი, - ყველა ბანკი ახდენს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდურობის მობილიზებას თავის იურდიულ სტრუქტურაში და შემდეგ ახდენს უკვე მის რეალიზებას რაც იწვევს უკევე იმ კანონმდებლობის ძალიან არასწორად გამოყენებას.

-მაგრამ ეს ზოგადად ბანკების პრობელმაა თუ ეკონომიკის და სისტემური ხარვეზების?

- ყველაფერი რაზეც ვსაუბრობ ერთმანეთთანაა დამოკიდებული, ასე ნაწილობრივ ვერ ვიტყვით, რომ ეს ამის ბრალია ან იმის. ზოგადად თემა არის შემდეგი: ჩვენი ფინანსური სისტემა უნდა გახდეს გახსნილი ყველა ქვეყნისთვის და ყველა ბანკისთვის. ეს გამოიწვევს იმას რომ ქვეყანაში შემოვა დასვალური ბირჟები და დასავლური ბანკები. მათი შემოსვლა არ ნიშნავს იმას რომ ის საქართველოს ბანკს ან თიბისის კლიენტებს წაართმევენ. მათი დანიშნულება იქნება მხოლოდ კონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობა.



Subscribe to our news

Get the main news of the day