აზოტის ქარხანასა და "სოკარს" შორის შეთანხმება მიღწეულია, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, შესაბამისი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
"მე როგორც ვიცი აზოტთან "სოკარის" წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა და გარკვეული შეთანხმება არის მიღწეული. ალბათ, უახლოეს დღეებში აზოტთანაც იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და ეს პრობლემაც მოგვარდება.
არავის არავის დათხოვნა არ მოუწევს. აზოტი შეჩერებული იყო სარემონტო სამუშაოების გამო, როდესაც მიდის სარემონტო სამუშაოები ქარხნის ამუშავება ვერ მოხდება. ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ბოლო ინფრმაციით შეთანხმება მიღწეულია, აზოტს ფუნქციონირების არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა მინისტრმა.