Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძე: ბუნებრივი აირის ქვითრები შემოწმდა და დადგინდა, რომ მოხმარება არის გაზრდილი

586f8f1754cfb
BM.GE
06.01.17 16:35
1122
ბოლო დროს მომხმარებული ბუნებრივი აირის ქვითრებში განსაკუთრებულად მაღალი გადასახადის გამო საზოგადოების უკმაყოფილებას ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება.
ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე მეტი გადასახადის გადახდა ზამთრის ცივ დღეებს უკავშირდება და ქვითრებში ასახულ გაორმაგებულ გადასახადებს სხვა მიზეზები არ აქვს.

კახი კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.

კახი კალაძემ დღეს შეხვედრა გამართა ყაზტრანსგაზისა და გაზის ტრანსპორტირების წარმომადგენლებთან. ენერგეტიკის მინისტრმა არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში მოისმინა.

„სოციალურ ქსელში ამ ბოლო დროს აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ თითქოს არასწორი გადასახადების გადახდა უწევთ ბუნებრივ აირზე. ეს ასე ნამდვილად არ არის. კონკრეტულად ვისაც წარმოდგენილი ჰქონდათ ქვითრები შემოწმდა და დადგინდა, რომ მოხმარება არის გაზრდილი. ზოგადად ბუნებრივი აირის მოხმარება ქვეყანაში იზრდება“, - განაცხადა კალაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day