Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძე ელექტრომომარაგების საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგნელთან შეხვედრას გეგმავს

5874ae805404a
დავით ჯალაღონია
10.01.17 13:49
1155
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტრომომარაგების საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგნელთან შეხვედრას გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" შპს "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, შეხვედრა 14-დან 20 იანვრამდე შედგება და კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

მისი განმარტებით, შეხვედრის მთავარი თემა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელია, რაც უნდა დასტაბილურდეს.

"აფხაზების მხრიდან შეხვედრისთვის მზაობა არის, რადგან თვითონაც ესმით, რომ მძიმე მდგომარეობაა", - აღნიშნა მებონიამ.

ლევან მებონიას ინფრმაციით, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა უახლოეს პერიოდში გამწვავდება.

"ამ თვეში ჯერ-ჯერობით არის საკმარისი წყალი, თუმცა თებერვლის ბოლო და მარტის პირველი ნახევარი კრიზისული იქნება", - განაცხადა მებონიამ.

ცნობისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2007 წელთან შედარებით 2016 წელს დაახლოებით, 55%-ით არის გაზრდილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day