Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტთან" და კომპანია "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს

585cc860a36ba
BM.GE
23.12.16 10:45
1088
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს , ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კახა კალაძე კომპანია "ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია "გაზპრომ-ექსპორტის" წარმომადგენლებს 23 დეკემბერს.

კომპანია "ინტერ-რაოსთან" მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.

Subscribe to our news

Get the main news of the day