Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძე: გაზპრომის წინადადება ჩვენთვის მიუღებელია

58524c4a17d46
დავით ჯალაღონია
15.12.16 11:55
1221
"გაზპრომ-ექსპორტთან" ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუმარტა, ქართული მხარე საკთარ პოზიციებზე ურყევად დგას.

„მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მათი მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადავიდეთ, მოგეხსენებათ რომ ახლა ბუნებრივი აირის ტრანზიტით გატარების სანაცვლოდ, მთლიანი მოცულობის 10%-ს ვიღებთ და ამ პირობებზე დარჩენა გვსურს. ამიტომ მათი წინადადება მიუღებელია“, - განმარტა კალაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა გაზპრომ-ექსპორტთან უახლოეს პერიოდში შედგება.




Subscribe to our news

Get the main news of the day