გაზპრომთან დადებული ხელშეკრლების საკითხზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობამ მოლაპარაკებების პროცესში სწორი ნაბიჯები გადადგა.
"ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებები მიუხედავად, მოსახლეობაში არაპოპულარული პირები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსაქმურობის გადასაფარად, ქვეყანაში მიმდინარე პლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით მე დღეს ამ ბრიფინგს არ უნდა ვაწყობდე რადგან მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგა გაზპრომთან ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ მინდა განმავრტო: ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, ჩვენ ეს მოსახლეობას იმავე დღეს ვაცნობეთ.
ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიგვეღო რთული მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები. ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან", - განაცხადა მინისტრმა.