Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძე მერიაში სტრუქტურულ რეფორმას იწყებს

5a1286484f4d7
დავით ჯალაღონია
20.11.17 11:36
725
თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში სტრუქტურულ რეფორმას იწყებს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. კალაძემ სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურულ ერთეულებს, რაიონის გამგეობებს, რამდენიმე სსიპ-ს, შპს-სა და აიპ-ს რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებები დაავალა.

"ჩვენი მიზანია, მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც ამას ემსახურება. ეს პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ რეფორმის შესახებ ინფორმაცია მედიას ეტაპობრივად მიეწოდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა სქემით განხორციელდება აღნიშნული რეფორმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day