თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე სამშენებლო სექტორისთვის ახალ რეგულაციებს აანონსებს. კახა კალაძე თვლის, რომ შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა შეღებილი, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. კალაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივის განხორციელებაში მათ მხარს უჭერს სამშენებლო სექტორიც. შესაბამისად კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქის იერსახის შესაცვლელად ახლო მომავალში მერია სტანდარტიზაციის გეგმას წარმოადგენს.
"ახალაშენებული შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არამხოლოდ შეღებილი, რაც ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ და წარმოვადგენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას თუ როგორ ვხედავთ ამ ყველაფერს. იერსახის ნაწილი მომდევნო წლებში იქნება შეცვლილი და ქალაქი დაემსგავსება ქალაქს. სამშენებლო სექტორიც მხარს გვიჭერს, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ამ მიმართულებით",-აცხადებს თბილისის მერი.