ენერგეტიკის სამინისტრო ხუდონჰესთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დეტალური პოზიციის წარმოდგენას გეგმავს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტთან დაკავშირებით არის გარკვეული პრობლემები, თუმცა ის აუცილებლად განხორციელდება.
"ეს არის პროექტი რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ეს არის პროექტი, რომელიც ენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყანას სჭირდება და ეკონომიკური თავლსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელკოვანი. 1 მილიარდი რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს უნდა მოხმერდეს ამ პროექტს, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს ხელს უწყობს ქვეყნის და რეგიონის განვითარებას.
თუმცა არსებობს პრობლემნები ამ პროექტთან დაკავშირებით, ესაა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად შევძლებთ რომ ეს პროექტი განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ.