Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძე: "ხუდონჰესის" პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

58b3ee53ddb9a
დავით ჯალაღონია
27.02.17 13:15
988
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას "ხუდონჰესის" პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი ცნობილი გახდება. ეს ჰესი აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განმხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც "ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას' ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ ერთი თვის წინ „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია.

"ლონდონში ხელმოწერილი ბოლო ხელშეკრულების შემდეგ, რეალურად არაფერი გაკეთებულა. პროექტი გაჩერებულია. ჩვენ წელიწადნახევარი ვაგრძელებდით გარკვეულ კვლევებს, რომელიც მუდმივად უნდა აწარმოო ასეთი პროექტის შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ ინვესტორმა პროექტი გააჩერა, თუმცა გარკვეული სამუშაოები მონიტორინგის თვალსაზრისით დღესაც მიმდინარეობს", - განაცხადა მირცხულავამ.

მისი ინფორმაციით, „ტრანს ელექტრიკამ“ პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

Subscribe to our news

Get the main news of the day