Home
Category
TV Live Menu

კახა კალაძემ მეხუთე მოადგილედ სოფიო ხუნწარია წარადგინა

5a603e93de1f3
BM.GE
18.01.18 10:26
821
კახა კალაძემ მეხუთე მოადგილედ სოფიო ხუნწარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"თქვენ იცით, რომ, ჩვენთვის ერთ-ერთი მტავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. დასახული მიზენიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელად ინიშნება ირაკლი გვილავა.

დედაქალაქის მერს აქამდე სულ 4 მოადგილე ჰყავდა: ირაკლი ხმალაძე, ირაკლი ბენდელიანი, სოფიო ხუნწარია და ილია ელოშვილი. 

Subscribe to our news

Get the main news of the day