Home
Category
TV Live Menu

კახა კიკნაველიძე:დარწმუნებული ვარ, დეპოზიტების დაზღვევის გადასახადს გავლენა ექნება მომხმარებელზე

58da4e915a7e6
BM.GE
28.03.17 15:39
767
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. როგორც კახა კიკნაველიძე "საქმის კურსში" საუბრისას აცხადებს, ეს საბანკო სექტორს ხარჯს გაუზრდის, რაც გავლენას მოახდენს მომხმარებელზე დეპოზიტების ნაწილში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დეპოზიტების დაზღვევის გადასახადს გავლენა ექნება სესხების საპროცენტო განაკვეთებზეც.

"სარგებელი ის არის, რომ დეპოზიტარი კომფორტულად იგრძნობს თავს. მე ვფიქრობ, დღეს ეს პრობლემა არ დგას. ზოგადად რა გავლენა ექნება დეპოზიტების დაზღვევის სისტემას, რთულია საუბარი, მაგრამ ერთი რამ, რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, ეს ყოველწლიური ხარჯი ეკონომიკიდან ამოღებული იქნება და სადაზღვევო ფონდში დაგროვდება. დარწმუნებული ვარ,დაზღვევის გადასახადსაც გავლენა ექნება მომხმარებელზე დეპოზიტების ნაწილში, ვიდრე სესხების ნაწილზე. მე მგონი ჯერჯერობით ნაადრევია პროდუქტების გაძვირებაზე ვილაპარაკოთ. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს- აქ ერთია, რომ ეს ხარჯია ანუ ეკონომიკიდან ამოდის. მეორეა, რომ შემუშავებულია დაზღვევის მარტივი სქემა, რომ მსხვილ და წვრილ ბანკებსაც, მიუხედვად იმისა რამდენად სარისკოა მათში დეპოზიტების განთავსება ერთი და იგივე გადასახადი ექნებათ, რაც მორალური რისკის ამოქმედებას იწვევს, რომ დეპოზიტარებს ექნებათ სტიმული უფრო რისკიანი და მაღალგანაკვეთიანი დეპოზიტები განათავსონ წვრილ ბანკებშიც",-აცახდებს კახა კიკნაველიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day