"პრაქტიკიდან კორუფციული გარიგებების მომენტები მოიხსნა", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" კომპანია PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, დღეს ბიზნესმა და შესყიდვების სააგენტომ ერთობლივად უნდა იმუშავონ იმისთვის, რომ დაბალი ფასის გამო პროდუქციის ხარისხი არ დაზარალდეს.
"ვფიქრობ, რომ შესყიდვების სააგენტო ძალიან კარგად მუშაობს და პირველ ეტაპზე პრაქტიკიდან კორუფციული გარიგებების მომენტები მოიხსნა. კორუფციაზე მესიჯები არ არის, რაც უკვე ძალიან კარგია, დანარჩენი ვფიქრობ, რომ მუშა პროცესია. მე ხშირად მსმენია, რომ არის დემპინგური ფასები ხარისხის ხარჯზე და ვფიქრობ, რომ ბიზნესი და შესყიდვების სააგენტო ერთობლივად შეიმუშავებენ ისეთ მექანიზმებს, რომ დაბალი ფასის გამო ხარისხი არ დაზარალდეს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.