Home
Category
TV Live Menu

კახა ოქრიაშვილი: საქართველოში მედიკამენტებზე ფასები რეგიონში ყველაზე დაბალია

574aab4b8bdae
BM.GE
29.05.16 12:38
1180
კომპანია PSP-ს დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტების ფასები რეგიონში ყველაზე დაბალია. მისი თქმით, წამლებზე ფასები მაშინ გაიზარდა, როდესაც ლარის კურსი უფასურდებოდა, თუმცა ოქრიაშვილის განცხადებით ახლა უკუპროცესი მიდის და მეზობელი ქვეყნებიდან მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოდიან.

"მინდა სომხეთის პარლამენტის წევრის განცხადება შეგახსენოთ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მედიკამენტებს საქართველოში ყიდულობს ტურისტული მოგზაურობების პერიოდში, რადგან საქართველოში უფრო დაბალი ფასებია მედიკამენტებზე, ვიდრე სომხეთში. მინდა განვაცხადო, რომ ეს ტენდენცია არის არა მარტო სომხეთში, არამედ აზერბაიჯანში, რუსეთში და შუა აზიის ქვეყნებშიც. საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ყველაზე დაბალია რეგიონში. მეორე საკითხია ის, რომ მედიკამენტები უფასო არასდროს არ იქნება. თუ დანერგილი იქნება თანაგადახდის თემები ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მედიკამენტების ფასები. დაზღვევამ მედიკამენტების ფასებზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. თვითონ ეს პროდუქტი უფასო ვერ იქნება, რადგან მაღალტექნოლოგიური პროდუქტია", - განაცხადა ოქრიაშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

Subscribe to our news

Get the main news of the day