Home
Category
TV Live Menu

კახა ოქრიაშვილი: შესაძლებელია პირველი უცხოური ინვესტიცია რითეილში სომხეთში განვახორციელოთ

57861e2d0221b
ელენე გოგბერაშვილი
13.07.16 14:53
944
პსპ-ს გეგმები სომხეთში სააფთიაქო ქსელის გაფართოვების შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა. როგორც აღმოჩნდა კომპანია სომხეთის გარდა სხვა ახალი ბაზრების ათვისებასაც აპირებს. "პსპ ჯგუფის" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" საუბარში აცხადებს, რომ კომპანიამ საქართველოში უკვე დაიწყო რებრენდინგი. ახალი კონცეფციის 3 აფთიაქი უკვე გაიხსნა, ქსელის სრული რებრენდინგი კი 2 წელიწადში დასრულდება. ოქრიაშვილის განცხადებით, იქმნება ასევე ბრენდბუქი რამდენიმე ენაზე, რომელიც ქმნის შესაძლებლობას ქსელი შევიდეს არამარტო სომხეთის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე.

"ეს არის წიგნი, სადაც წერია, როგორ გააკეთო სააფთიაქო ქსელი, რომ გამოვიდეს ისეთი, როგორიც არის პსპ. მე ვფიქრობ, შესაძლებელია პირველი უცხოური ინვესტიცია რითეილში განვახორციელოთ სომხეთში", - აცხადებს ოქრიაშვილი.

პსპ-ს დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები 2 კომპანიასთან მიმდინარეობს, თუმცა ბაზარზე შესვლის გადაწვეტილებას ჯგუფი წლის ბოლომდე მიიღებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day