Home
Category
TV Live Menu

კახა ოქრიაშვილი: "ყველაფერი არის ბანკების და მიკროსაფინანსოების ბრალი"

583ff98129c02
ანი ჯოხაძე
01.12.16 14:11
1107

ლარის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, მედიკამენტების ფასების 3%-იანი ზრდა გამოიწვიოს.

„ვადასტურებ რომ ძალიან ცუდია ლარის კურსის ცვლილება, რაც მედიკამენტებზე პროცენტულ ზრდას გამოიწვევს“,-აცხადებს პარლამენტის წევრი სააფთიაქო ქსელ „PSP”-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მწარმოებლებთან მოლაპარაკებები ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ოქრიაშვილი ამ პროცესების გამომწვევ მიზეზებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა, ადანაშაულებს ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

"ყველაფერი არის ბანკების და მიკროსაფინანსოების ბრალი",- აცხადებს ოქრიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day