კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყობა.
პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG). პროექტის მხარდამჭერი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით , აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ყველა სხვა ნაგავსაყრელი დაიხურება.