Home
Category
TV Live Menu

კახეთში 32,2 ათასზე მეტი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავდა

57dd0567eb004
BM.GE
17.09.16 12:46
1607
17 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში უკვე გადამუშავდა 32,2 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„ყურძნის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. განვლილ დღე-ღამეში მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნის გადამუშავების ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებლი - 4 540 ტონა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 27,3 მლნ-მდე ლარი მიიღეს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 10,9 ათასი ტონა, ყვარელი - 8 ათასი ტონა, სიღნაღი - 5,7 ათასი ტონა, თელავი - 5,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,3 ათასი ტონა, საგარეჯო - 350 ტონა, ლაგოდეხი - 320 ტონა და ახმეტა - 170 ტონა.

Subscribe to our news

Get the main news of the day