Home
Category
TV Live Menu

კახეთში ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სამოსის საწარმო გაიხსნება

57ecde5186b41
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.16 13:00
1025
კახეთში ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სამოსის საწარმო გაიხსნება. ტექსტილის საწარმოში კომპანია „აგრო არომა“ 200 ათასამდე ლარის ინვესტირებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ზურა ნაცვლიშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, თექით და ქართული ორნამენტებით გაწყობილი სამოსი ძირითადად ტურისტულ ობიექტებზე გაიყიდება.

კომპანია გეგმავს მონაწილეობის მიღებას სხადასხვა გამოფენაშიც, რომელიც საზღვრებს გარეთ გაიმართება.

საწარმოში დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day