Home
Category
TV Live Menu

კერძო დაცვის კომპანიები კანონში ცვლილებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

580dce9461557
BM.GE
24.10.16 13:05
1099
დაცვის კომპანიები იმ ნორმების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიცია კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლს და ამავდროულად, კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს. კომპანიები ამბობენ, რომ დაცვის პოლიციის საქმიანობით მათ პრობლემები ექმნებათ და დაცვის პოლიცია ბაზარზე დომინანტურ ადგილზე იმყოფება.

ორგანიზაცია "კონკურენციის ცენტრმა" დაცვითი კომპანიების მიმართვის შემდეგ, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაზაფხულზე შეიტანა.

როგორც კომპანია United Security-ის დამფუძნებელი დავით მუმლაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად 6 თვიანი ვადა აქვს. მუმლაძის განცხადებით ახალი პარლამენტის ფორმირებამდე ის გადაწყვეტილების გამოტანას არ ელოდება და აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურება საკონსტიტუციო სასამართლოში საკადრო ცვლილებებმაც გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, კანონში ცვლილებებს განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

"თუკი კანონს თავად შეცვლის შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიცვლება ის ნორმები, რომელზეც ვდავობთ, ჩვენი თვითმიზანი სასამართლო არაა, - ამ შემთხვევაში ან ჩვენ თავად გამოვიტანთ სარჩელს, ან შესაძლოა სასამართლომ უარი თქვას საქმის გაგრძელებაზე", - აცხადებს მუმლაძე.


Subscribe to our news

Get the main news of the day