სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თინა სტამბოლიშვილის ინფორმაციით, კერძო დაზღვევის მქონე პირებისთვის საყოველთაო დაზღვევის გაუქმებით სახელმწიფო თანხების დაზოგვის ნაცვლად ხარჯს გაიზრდის. ამის შესახებ სტამბოლიშვილმა "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია პროცესი და მოსახლეობა კერძო დაზღვევაზე უარს ამბობს ან მათ, ვისაც კერძო დაზღვევის გაკეთება სურდათ, აღარ აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას იმ მიზეზით, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გაუუქმდებათ.
„მოსახლეობა არის გაურკვევლობააში. გაყიდული კერძო პოლისების უმრავლესობა იყო შემავსებელი დაზღვევა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო პროგრამას და შედეგად, ადამიანები ყიდულობდნენ მხოლოდ იმ პაკეტს, რომელიც არ შედიოდა სახელმწიფო დაზღვევაში. ეს ადამიანები ახლა ჰაერში რჩებიან. გამოდის, რომ მათ აღარ ეფარებათ მსხვილი ხარჯები და აუნაზღაურდებათ ის მცირედი ნაწილი, რომელიც იყიდეს კერძო კომპანიაში.
ასევე, არის მეორე პრობლემა, მაგალითად კორპორაციული დაზღვეულმა თუ დაკარგა სამსახური, ის დაკარგავს კერძო დაზღვევასაც და აღარ იქნება არც სახელმწიფო დაზღვევაში ჩართული“,- აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის რეფორმების მეორე ტალღაში გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმება, რომლებსაც დამოუკიდებლად კერძო დაზღვევაც აქვთ.