კომპანია Space Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კოსმოსურ კომპანიებში კერძო ინვესტიციებმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. 2021 წელს კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპანიებმა კერძო ინვესტიციების სახით 14.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს. ეს მაჩვენებელი კი 50%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე.საინტერესოა, რომ განსაკუთრებით დიდი მოცულობის ინვესტიციები, 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, გასული წლის მეოთხე კვარტალში განხორციელდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Sierra Space-ი, SpaceX-ი და Planet Labs-ი.