Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კერძო სექტორი ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობაზე საუბრობს

BM.GE
08.11.22 23:18
170
ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია - ამის შესახებ BM.GE-თან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, ბიზნეს ასოციაციის სურვილი და მოსაზრებაა, რომ იმ ტიპის საწარმოებისთვის, სადაც რისკები მინიმალურია, კიდევ უფრო გამარტივდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და კიდევ უფრო გაიზარდოს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თითოეული დაბალრისკიანი საწარმო ვალდებულია შეაფასოს სამუშაო გარემოში რისკები.

Subscribe to our news

Get the main news of the day