Home
Category
TV Live Menu

კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე ქართულმა კომპანიებმა მედლები მოიპოვეს

574ed4e9be1a2
BM.GE
01.06.16 16:24
1134
კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე ქართულმა კომპანიებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ასევე გრანპრი მიიღეს.
 
Kiaf-2016 26-27 მაისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა. ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 785 ნამუშევარი იყო წარგდენილი.

კომპანიამ TBC TV ADVERTISING სრეკლამო კამპანიისთვის "სიჩქარე მნიშვნელოვანია" ვერცხლის მედალი მიიღო.

საგას ნამუშევარი "პირველი ქართველი კოსმოსში", "სექსუალური აღზრდა“ და "ივერია ბეთის" "მოხუცი წყვილი" ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა. ასევე ე.წ. შორთლისტში მოხვდა კომპანია "სვის კაპიტალის" "ქორწილი" და ამავე კამპანიის ნამუშევარი "ბონობოსი".

Leavingstone-მა კი მთავარი ჯილდო Old Irish-ის კამპანიით მოიპოვა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day