Home
Category
TV Live Menu

Kinder-ს პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების აღმოჩენის გამო, მისი ბაზრებიდან გაწვევა მოსთხოვეს

577e363d4b575
BM.GE
07.07.16 14:23
1246
Kinder-ის შოკოლადის პროდუქციაში, საშიში მინერალური წარმოების ზეთებია ნაპოვნი, - აღნიშნულია ევროპული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Foodwatch-ის პრესრელიზში.

The I ndependent წერს, რომ ლაბორატორიული ტესტის შედეგების თანახმად, ამგვარი საშიში ზეთების კონცენტრაცია სამი სახის შოკოლადშია აღმოჩენილი: Ferrero-ს წარმოებულ Kinder Riegel-ში, Lindt-ის წარმოებულ Fioretto Nougat Minis-სა და Rübezahl-ის წარმოებულ შოკოლადში Sun Rice Classic Schoko Happen.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულმა ნივთიერებებმა, შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს. Foodwatch-იც აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერებები უარყოფითი გენეტიკური ცვლილებებისა და კიბოს გამომწვევია. ორგანიზაციამ შოკოლადის მწარმოებლებს კვლევის შედეგები მიაწოდა და პროდუქციის ბაზრებიდან გატანა მოსთხოვა, რაზეც Foodwatch-ის ინფორმაციით, კომპანიებმა უარი განაცხადეს.

მწარმოებლები ჯერ-ჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ. The Independen-ის განმარტებით, გერმანიის საკონდიტრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Foodwatch-ის ტესტების მიერ აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების რაოდენობის დონე ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და იგი “მისაღებად“ მიიჩნიეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day