Home
Category
TV Live Menu

კირვალიძე უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაზე: "ხელაღებით არაფრის გადაჭრა არ შეიძლება"

58cbf42830395
თელარა გელანტია
17.03.17 19:00
1099
სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დავით კირვალიძე უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების მომხრეა, მაგრამ ფიქრობს, რომ „ხელაღებით არაფრის გადაჭრა არ შეიძლება".

ამის შესახებ კირვალიძემ "ბიზნესკონტრაქტს" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ნაწილის იმ პოზიციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საკუთრებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა".

"ჩემი აზრით, მიწა უნდა გაიყიდოს თუ არა, ეს საკითხი მარტო თბილისში არ უნდა წყდებოდეს; როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული რაიონის, კონკრეტული სოფლის სავარგულზე, პირველ რიგში, მოსაზრება იქ უნდა იქნას გამოთქმული და მიღებული. ძალიან ხშირად შეიძლება ვნახოთ მაგალითი, რომ ერთი რაიონიდან მეორეში ჩასულ მოქალაქეს უნდა მიწის ყიდვა, მაგრამ ადგილბრივებთან პრობლემას აწყდება და ა.შ. ამიტომ ამ საკითხს სჭირდება კიდევ უფრო ღრმა შესწავლა, ხელაღებით არაფრის გადაჭრა და გადაკეტვა არ შეიძლება", - განაცხადა კირვალიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day