Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კლინიკები ტარიფების ინდექსაციის მოლოდინში - რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს?

BM.GE
08.06.22 17:06
277
ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტრო 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გადახედვას იწყებს. აღნიშნული დადგენილება 2019 წლის ნოემბერში გამოიცა და კლინიკებს კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ მომსახურებაზე თანაბარი ტარიფები დაუწესა. ეს დადგენილება სამედიცინო სექტორის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გამხდარა, რადგან კლინიკებს მიაჩნდათ და დღემდე მიაჩნიათ, რომ ტარიფები არაადეკვატურია და არ შეესაბამება სერვისებისა და მასალების რეალურ თვითღირებულებას. გარდა 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფებისა, სამედიცინო სექტორი წლებია ითხოვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვას, რომელიც 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ისე 520-ე დადგენილების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფების გადახედვის საკითხი შეიძლება ითქვას, რომ დღის წესრიგიდან მოხსნა ჯამდაცვის უწყების მიერ ე.წ DRG-ის ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემის დანერგვაზე მუშაობის დაწყებამ, რაც სრულიად ცვლის კლინიკების დაფინანსების მოდელს. ახალ სისტემაზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლოდან გეგმავს, თუმცა მანამდე სამედიცინო სექტორი სამინისტროს სთხოვს 520-ე დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებაზე ტარიფებს ინფლაციის პროცენტით გადახედოს. რამდენად თანახმაა აზარაშვილის უწყება ამაზე?

სტუმარი: მაია მახარაშვილი - ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day