"საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ციფრები ადასტურებს, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ბანკი საკუთარ პროგნოზს უახლოეს მომავალში განაახლებს.
"ჩვენი აქამდე გაკეთებული ანალიზით 4% იქნება ის ზრდა რომელიც შესაძლებელია რომ წელს იყოს მიღწეული. ასევე, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს პროგნოზებს უახლოეს მომავალში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა. მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა კი მიმდინარე წლისთვის 4%-ს შეადგენს.