Home
Category
TV Live Menu

კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებაზე: ეროვნული ბანკი არასოდეს დუმს

58248bc0e3e8f
BM.GE
10.11.16 19:00
979
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი არასოდეს დუმს და მუდმივად აკეთებს განცხადებებს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა.

კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად ინტერვენციები განახორციელა, როგორც ამას გასულ წლებში აკეთებდა და თუ საჭირო იქნება, მომავალშიც განახორციელებს.

„იყო ნათქვამი, რომ ეროვნული ბანკი დუმს, ეროვნული ბანკი არასოდეს არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ არის ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა და არის გარკვეული მოლოდინები და თქვენ მოგეხსენებათ, რომ იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ინტერვენციები. ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ადრეც ცენტრალურ ბანკს - 2010, 2012, 2014 და 2015 წლებში და გაცილებით მეტი მოცულობით, ვიდრე ეს ახლა გაკეთდა. და ეს იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც ამის საჭიროება გახდება, ამის გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს.

ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ არამარტო გაყიდვები გავაკეთეთ, გავაკეთეთ დიდი შესყიდვებიც. მაგრამ რატომღაც ყველას ეს რჩება და უფრო ახსენდებათ, რომ გაყიდვები გაკეთდა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day