Home
Category
TV Live Menu

კობა გვენეტაძე: ლარიზაციამ კარგი შედეგი გამოიღო

5a980ab69c0e7
ელენე გოგბერაშვილი
01.03.18 18:13
980
საქართველოს ეროვნული ბანკი 100 ათას ლარამდე სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემის ზღვრული ლიმიტის 200 ათას ლარამდე გაზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ერთი წლის წინ ლარიზაციის გაცხადების დროს დაანონსა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ლარიზაციის პროგრამამ კარგი შედეგები გამოიღო, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია 9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

"2017 წლის დასაწყისიდან დეპოზიტების დოლარიზაცია 7% -ით არის შემცირებული. რაც შეეხება სესხების დოლარიზაციას, 2017 წლის დასაწყისიდან ფიზიკური პირების დოლარიზაცია არის შემცირებული 13, 9%-ით, რაც ნიშნავს, რომ იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც შეიძლება პრობლემები შექმნოდათ იმის გამო თუ მოხდა უცხოური ვალუტის კურსის გამყარება, შემცირებულია დაახლოებით 14%-ით, რაც ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მთლიანად სესხებს თუ ავიღებთ, აქ 2017 წლიდან 9%-ით არის შემცირებული დოლარიზაცია. ლარიზაციის პროცესი არის გრძელვადიანი და აქ იგულისხმება კიდევ უფრო გაზრდა ლარის რესურსებთან წვდომის. გვინდა ვნახოთ სხვა ქვეყნებში როგორ იმუშავა, ამიტომ მუდმივად ვაკვირდებით ამ სიტუაციას. ჯერჯერობით 200 ათას ლარამდე ზღვრული ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განუცხადა BM.GE-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day