საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ვარაუდით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ნავარაუდევზე მაღალი იქნება.
"ჩვენი ბოლო პროგნოზი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის 4%-იანი ზრდა, მაგრამ ამავე დროს აღვნიშნავ, რომ ის ფაქტორები, რომელთაც დღეს ვუყურებთ, არის მაჩვენებელი, რომ დიდი ალბათობით, ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 4%. დაახლოებით 4.5%-ის ფარგლებში", - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება მომავალ წელს, სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ის წინასწარი პროგნოზი, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად პროექტშიც არის ჩადებული, რეალურია.
"დაახლოებით 4.5% შემდეგ წელს არის რეალური შეფასება, მაგრამ ეს გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება იმაზეც, ეს წელი როგორი ზრდით დამთავრდება", - აღნიშნა მან.