ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ონლაინსესხების წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე იყო და მომავალშიც გაიმართება. მისივე თქმით, ონლაინსესხების რეგულაციებთან დაკავშირებით დეტალები საკანონმდებლო პროექტის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, კანონპროექტი შეიცვალოს, ამიტომ წინ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ.
„ონლაინ სესხებთან დაკავშირებით როდესაც მოხდება განხილვა პაკეტის მაშინ გაიგებთ მეტ დეტალს ამ საკითხზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჯობია გითხრათ, რომ მოვიცადოთ მანამ, სანამ კანონპროეტი არ შევა პარლამენტში. იყო გარკვეული კონსულტაციები და იქნება ონლაინ სესხების კომპანიებთან და კანონპროექტში იქნება გაწერილი ყველა დეტალი. რაღაც ალბათობით ბევრი ონლაინ სესხების კომპანია შეიძლება გადაკეთდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად. შესაძლოა, ეს კანონპროექტი ან ერთ ეტაპზე, ან მეორეზე შეიცვალოს, ამიტომ ძალიან ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.