"საბანკო სისტემა, არის ქვეყნის ეკონომიკის სისხლძარღვები", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები კლების ტენდენციით ხასიათდება. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა საქართველოში საბანკო სისტემის შექმნისას მის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალი იყო და შესაბამისად შეუძლებელი იყო რომ თავიდანვე საპოცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე ყოფილიყო.
"კომერციული ბანკები არიან შუამავლები, რომლებიც აგროვებენ სახსრებს და მეორე მხრივ ახორციელებენ ამ სახსრების გადასაესხებას, ამის გარეშე შუძლებელი იქნება პროექტების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. საპროცენტო განაკვეთები კი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული საპროცენტო განაკვეთები მცირდება და ეს პროცესი გრძელდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.