Home
Category
TV Live Menu

კობა გვენეტაძე: საგარეო ფაქტორები არ შეიძლება არ ასახულიყო ლარზე

573ed91f1bce8
BM.GE
20.05.16 13:28
1005
"გაუფასურება, რომელიც მოხდა ქვეყანაში ეს არის იმ გარემოს შედეგი, საგარეო შოკის შედეგი, რომელიც ქვეყანამ განიცადა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ლარის გაუფასრებას ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გვენეტაძემ განაცხადა, რომ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, გაუფასურების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

"კარგად მოგეხსენებათ, რომ ბევრ ქვეყანაში, სვაჭრო პარტნიორებში შეიქმნა პრობლემები ნავთობის ფასის ვარდნოს გამო და ზოგადად, საქართველოს ექსპორტზე მოთხოვნები შემცირდა და საქართველოში გადმორიცხვების რაოდენობაც შემცირდა. ეს არაფრით შეიძლება, არ ასახულიყო საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ლარზე. ამიტომ ის რაც მოხდა, არის საგარეო ფაქტორების ასახვა", - განაცხადა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day