Home
Category
TV Live Menu

კობა გვენეტაძე: საქართველო მზადაა საპენსიო რეფორმისთვის

BM.GE
01.02.18 10:33
990
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7,25%ზე დატოვა.  სხდომის დასრულების შემდეგ, განამრტებები სების პრეზიდენტმა გააკეთა. კობა გვენეტაძის თქმით, არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის პირველი თვეების განმავლობაში შემცირდება და წლის განმავლობაში საშუალოდ მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განეიტრალდება ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც რუსთავში გაიმართა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთვის პრეზენტაცია გამართა.

Subscribe to our news

Get the main news of the day