Home
Category
TV Live Menu

კომერციულ ბანკებს აქტივები მილიარდი ლარით შეუმცირდათ

57e8e12931b8d
BM.GE
26.09.16 12:48
1061
პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

ეროვნული ბანკის ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მლრდ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით შემცირდა) და 25.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.9 პროცენტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day