კომერციულ ფართებზე 2022 წლიდან მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაზრდილია ფასებიც. ზოგიერთ კომპანიაში 90%-იანია დატვირთვის მაჩვენებელი. მათი სივრცეები დატვირთულია, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიებით. ზოგგან გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით წელს იჯარაზე ფასები 17%-ით გაზარდეს, რაც საოფისე ფართებზე მოთხოვნის ზრდით, ასევე გაძვირებული კომუნალური გადასახადებითაა განპირობებული.