Home
Category
TV Live Menu

კომერციული ატაშეები საელჩოებში, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში დაინიშნებიან

5a5f1d02eaaa9
BM.GE
17.01.18 13:51
526
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კომერციული ატაშეები საქართველოს საელჩოებში, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში დაინიშნებიან. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ს კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"ეკონომიკური დიპლომატია არის ჩვენი პრიორიტეტი წელსაც და დარჩება მომავალშიც. ჩვენი მიზანია, რომ როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან გავირრმავოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებები, ასევე მოვიძიოთ ახალი ბაზრები, ახალი ეკონომიკური პარტნიორები, განსაკუთრებით აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ ახალი მიმართულებით - ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ჩვენი მიზანია, რომ ახალ მზარდ ბაზრებთან დამყარდეს მეტი კონტაქტი და გაჩნდეს მეტი შესაძლებლობები ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, როგორც ინვესტიციების კუთხით, ასევე ახალი ტექნოლოგიების სავაჭრო თუ ტურიზმის მიმართულებით. ეკონომიკური ატაშეები საელჩოს ჰყავს ყველა მისიაში თითქმის. რაც შეეხება კომერციულ ატაშეებს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან ჩვენს საელჩოებში, ისინი შეირჩევიან იმ სამინისტროს მიერ. ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში და იმედია, წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება კომერციული ატაშეების დამატება",- აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day