"კომერციული ბანკები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ სესხების ლარიზაცია 2015 წლის შემდეგ აღებულ სესხებსაც შეეხოთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. როგორც მან უმრავლესობის წევრების და პრემიერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავრობას ბანკებთან კარგი კომუნიკაცია აქვს და ამ კუთხით თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.
"ორი დღეა ბიუჯეტის პროექტი გადმოეცა კომიტეტებს და შესაბამისად ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, ყველა საპროგრამო დაპირება ასახიული იქნება 2017-2018-2019 წლების ბიუჯეტებში. მომავალ კვირას მოსახლეობას უკვე დეტალურად ეცოდინება ყველა საბიუჯეტო ცვლილება, პრიორიტეტები იგივე რჩება და ესაა ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, განათლება.
მთავრობა კარგ კომუნიკაციაშია შესული კომერციულ ბანკებთან და კომერციული ბანკები გამოთქვამენ მზადყოფნას მოახდინონ ლარიზაცია, არამხოლოდ 2015 წლამდე აღებული სესხების არამედ მოგვიანებით აღებულ სესხებთან მიმართებითაც", - განაცხადა ქუცნაშვილმა.