Home
Category
TV Live Menu

კომერციული ბანკების აქტივები იზრდება

5a17ddf51e1e7
BM.GE
24.11.17 12:52
770
პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.1 პროცენტი შეადგინა) და პირველი ნოემბრისათვის 33.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.7 პროცენტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day