Home
Category
TV Live Menu

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა

5795d92d85afa
BM.GE
25.07.16 13:15
1033
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.2 მლრდ ლარით (7.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 69.3 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.1 მლრდ ლარით (11.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით გაიზარდა).

ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.9 მლრდ ლარის (18.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 8.6 პროცენტით მეტი).

2016 წლის ივნისის განმავლობაში 6.7 პროცენტით ანუ 507.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.50 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day